Wednesday, October 31, 2012

"დავით აღმაშენებელი–წინაპართა ნაკვალევზე"

სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება–"დავით აღმაშენებელი–წინაპართა ნაკვალევზე"
2.პროექტის მთავარი იდეა–ღირსეულ წინაპართა ღვაწლის წარმოჩენა,ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო     ღირებულებებზე აღზრდა;
3პროექტის აქტუალობა–საზოგადოებაში,რომელშიც  ჩვენ ვცხოვრობთ,მარადიული ღირებულებები გაუფასურებულია და არის ცდა წარმავალი ღირებულებების დამკვიდრებისა;
4.პროექტის მიზნები–დავით აღმაშენებლის  ცხოვრების, მოღვაწეობისა და სულიერი მემკვიდრეობის ობიექტური შეფასება ,მის მაგალითზე მოსწავლეთა აღზრდა ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე;
5.მონაწილეთა ასაკი14–15წ.
6.ვადები|ხანგრძლივობა–1 ოქტომბერი–1ნოემბერი;
7.მოსალოდნელი შედეგები–მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან,შეისწავლიან დავითის მოღვაწეობას, მის სულიერ მემკვიდრეობას,იმსჯელებენ,იკამათებენ,გააკეთებენ სათანადო დასკვნებს,ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარი და ა.შ.
8.რესურსები–მე–9 კლასის სახელმძღვანელო,ინტერნეტი, საქ.პოლიტ.რუკა(მე–11–მე–12 ს.ს.);მე–12 საუკუნის არქიტექტურული ძეგლები,კედლის მხატვრობა და ა.შ.
9.პროექტის მსვლელობა–ა) ბიოგრაფიის შესწავლა;
ბ)ანდერძის შესწავლა;
გ)გალობანი სინანულისანის შესწავლა;
დ)მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების დათვალიერება ინტერნეტში, საცნობარო ლიტერატურაში;
ე)ექსკურსია გელათში;

ვ)დისკუსია;
ზ)პრეზენტაცია და ა.შ.
10.საგნებთან კავშირი–საქართველოს ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება;
11.პროექტის ხელმძღვანელი– დარეჯან მეზვრიშვილი;
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა–mezvrishvilidar@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი

No comments:

Post a Comment